ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის გამოყენებისას აკრძალვები არ იმოქმედებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, 31 დეკემბერის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე და 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 21:00 საათამდე გამონაკლისი დაიშვება და კანონით განსაზღვრული აკრძალვა არ იმოქმედებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, პიროტექნიკის გამოყენებისას დაიცვან უსაფრთხოების წესები.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 772 პრიმა მუხლი არეგულირებს ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენების წესებს. თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევა, კერძოდ, ეს მუხლი არ ვრცელდება ახალი წლის სადღესასწაულო დღეებზე - 31 დეკემბერის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე და 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 21:00 საათამდე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, შობა-ახალი წლის დღესასწაულების მოახლოებასთან დაკავშირებით, მოუწოდებს მოქალაქეებს, პიროტექნიკის გამოყენებისას მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები და გაუფრთხილდნენ საკუთარ და გარშემომყოფი ადამიანების ჯანმრთელობას“, - განაცხადეს შსს-ში.