"თიანეთის გამგეობამ დეპუტატის რესტორანს ტაშ-ფანდურის და ერთი ოფიციალური სადილისთვის 8 ათას ლარზე მეტი გადაურიცხა"

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური ამავე მუნიციპალიტეტის მერიის სარესტორნო ხარჯთან დაკავშირებით დოკუმენტს აქვეყნებს.

როგორც მეჭიაური აცხადებს, გამგეობამ დეპუტატის რესტორანს 8 205 ლარი გადაურიცხა.

„გამგეობის ერთ-ერთი გადარიცხვა დეპუტატის რესტორანს, თავისივე ტაშ-ფანდურისთვის...

ჩვენი „კაპოტი“ კი შეშურდათ..."პურის მჭამელი" გოგო-ბიჭები...“, – წერს მეჭიაური და დამადასტურებელ დოკუმენტსაც აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2017 წლის 12 აგვისტოს გამგეობამ მიღებისა და ოფიციალური სადილისთვის ამხანაგობა „ერწოს იდილიას“ 8 ათას ლარზე მეტი გადაურიცხა.