მიუხადავად იმისა, რომ მსოფლიოს ტექნოლოგიური გამოცემების უმეტესობა კომპანია „სამსუნგის“ ახალი საფლაგმანო მოდელების
Galaxy S9 და S9 Plus-ის გამოსვლის თარიღისა და მათი ტექნიკური მაჩვენებლების დადგენითაა დაკავებული, კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გეგმავს სრულიად ცალკე მდგომი მოდელის Galaxy X-ის გამოშვებას.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს მოდელი სრულიად შეცვლის წარმოდგენას სმარტფონებზე და მომავალი 5 წლის განავლობაში განსაზღვრავს ამ ბაზრის ტენდენციებს.
ტექნიკური დეტალების შესახებ მწირმა ინფორმაციამ კომპანიის კუთვნილი ვებგვერდიდან გაჟონა, საიდანაც ირკვევა, რომ მოდელის ტექნიკური სახელწოდება იქნება SM-G888N0. როგორც გამოცემა „ფორბსი“ აღნიშნავს, მოდელის პრეზენტაცია სავარაუდოდ გაიმართება იანვარში დაგეგმილ უმსხვილეს ტექნოლოგიურ ფორუმზე CES 2018. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ Galaxy X ლიმიტირებული რაოდენობით გამოვა და არ იქნება ფართოდ ხელმისაწვდომი მოდელი, რაც მიანიშნებს, რომ მისი ღირებულება 1000 დოლარზე მაღალი იქნება.
კოკა კვირკველია