2017 წლის იანვარ-ოქტომბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 136,938 მილიონი ლარით გაიზარდა.
მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 669,114 მილიონი ლარი შეადგინა. 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში კი აღნიშნული მაჩვენებელი 532,176 მილიონი ლარი იყო.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში ბანკების შემოსავლებმა 3,539 მილიარდი ლარი, ხოლო ხარჯებმა 2,790 მილიარდი ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, კომერციული ბანკების მიერ გადახდილი მოგების გადასახადი 67,522 მილიონ ლარს გაუტოლდა.