ბორჯომში სახანძრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული თანამშრომლების წახალისებისთვის 4 მილიონი ლარი დაიხარჯა

მიმდინარე წლის ზაფხულში ბორჯომში სახანძრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული თანამშრომლების წახალისებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 მილიონი ლარი დახარჯა.

ამის შესახებ 2017 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტშია აღნიშნული. პროექტის თანახმად, 2017 წლის ბიუჯეტში 4 მილიონი ლარით იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება.

კერძოდ, აღნიშნული თანხით იზრდება შრომის ანაზღაურების ფონდი, რითაც იმ თანხის კომპენსირება ხდება, რომელიც სამინისტრომ მიმდინარე წლის ზაფხულში ბორჯომში სახანძრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული თანამშრომლების წახალისებისთვის მიმართა.