რადიოლოკატორის მუშაობაში ხარვეზების გამო, ამსტერდამის „სხიპჰოლის“ აეროპორტიდან ათეულობით რეისი გადაიდო. ამის შესახებ აეროპორტის ხელმძღვანელობა იუწყება.
„სადისპეტჩერო სამსახური აკეთებს ყველაფერს, რათა რადიოლოკატორთან დაკავშირებით არსებული პრობლემა აღმოიფხვრას. ვიმედოვნებთ, რომ ხარვეზების გამოსწორება უახლოეს დროში მოხერხდება“, - ნათქვამია აეროპორტის „ტვიტერის“ მიკრობლოგში.
ამსტერდამის აეროპორტიდან ბოლო რეისი ადგილობრივი დროით 12:40 საათზე შესრულდა.
რეისების ჩამოფრენა ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს.