მიმდინარე წელს აქციზის განაკვეთების ცვლილების შედეგად, თამბაქოს მოხმარება საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა.
ამის შესახებ 2017 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებშია აღნიშნული.
ფინანასთა სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თამბაქოს მოხმარება ქვეყანაში 900 მილიონი ღერით არის შემცირებული, რაც მოხმარების 15.5%-იანი შემცირებაა.
კერძოდ, 2017 წლის საანგარიშო პერიოდში სულ რეალიზებული იყო 5.8 მილიარდი ღერი სიგარეტი, მაშინ როცა გასული წლის იანვარ-აგვისტოში რეალიზებული იყო 4.9 მილიარდი ღერი სიგარეტი.