კომპანია ”სარაჯიშვილმა” დღეს დაგეგმილი ღონისძიება მიმდინარე მოვლენების გამო გადადო. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
”ჩვენს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო, კომპანია "სარაჯიშვილმა" გადაწყვიტა, დღეს დაგეგმილი, ახალი პროდუქტის - TRILOGY-ს საზეიმო წარდგენის ღონისძიება დროებით გადადოს.
ღონისძიების ახალ თარიღს მოგვიანებით აუცილებლად შეგატყობინებთ. ვიმედოვნებთ, მოვლენები მშვიდობიანად განვითარდება”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს კომპანიას ახალი პროდუქტის მასშტაბური პრეზენტაცია ჰქონდა დაგეგმილი.