მეზობლების ინფორმაციით, ბინა, სადაც გუშინ სპეცოპერაცია ჩატარდა, რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცზე იყო გაქირავებული.
მეზობლების თქმით, მათ ამ ბიჭებთან მიმართებაში რაიმე საეჭვო არ შეუმჩნევიათ.
მათივე თქმით, ამ ახალგაზრდა მამაკაცებთან ერთად მცირეწლოვანი ბავშვი ან ქალი არ უნახავთ. მეზობლების ინფორმაციით, სამართალდამცველები დაახლოებით ერთი კვირაა, რაც ამ საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ გამოჩნდნენ, თუმცა მათთვის უცნობი იყო რა მიზნით.
იმ საცხოვრებელი კორპუსის მესამე სადარბაზო, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, მოსახლეობისგან ამ დრომდე ცარიელია. ამ სადარბაზოში მცხოვრებლები კორპუსის ეზოში იმყოფებიან და სამართალდამცველების ნებართვას ელოდებიან.