ბოლო პერიოდში სატელევიზიო სივრცეში გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც კომპანიების ”ჰიპოსა” და ”ოექის” გუნდი მკაფიო საპროტესტო ქვეტექსტით გამოდის და აანონსებს სიახლეს
, რომელიც არსებითად ემიჯნება საბანკო სფეროს მოძველებულ მიდგომებს მომხმარებლის მიმართ და ამავდროულად, ცვლის კომპანიის მომხმარებლებთან დამოკიდებულებას საკუთარი ინოვაციური და პროგრესული მიდგომებით.როგორც ”ჰიპოსა” და ”ოქეის” დამფუძნებელმა ნიკა ფერიაშვილმა განაცხადა, მათი პროტესტის მიზანი გახდა ბიზნესის კონსერვატიული ნაწილი, რომელიც ახალი ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის.
„ჩვენ ვართ სტარტაპი, ახალი თაობის ადამიანების მიერ შექმნილი, ახალი ოცნებებითა და მიზნებით. გზად კი უამრავი დაბრკოლება გვხვდება. ბევრ რამეში სახელმწიფო და ბიზნესგარემო ლოალურია, თუმცა უცვლელად რჩება ბიზნესის კონსერვატიული ნაწილი, რომელიც ხელს უშლის ამ ბაზრის განვითარებას. არსებულ ბიზნესებს შექმნილი აქვთ მონოპლიური და ოლიგოპოლიური ბაზარი, რაც ახალ ბიზნესებს განვითარებაში ხელს უშლიან. ინოვაციური იდეებისა და ჩანაფიქრების წარმატებით და ადვილად განსახორციელებაში ბევრი დაბრკოლება გვიშლის ხელს. სწორედ მეტ-ნაკლებად ხელოვნურად შექმნილი სირთულეების წინააღმდეგ გვსურს გალაშქრება ჩვენი საპროტესტო კამპანიით. არსებული რეალობა უნდა შეიცვალოს,“ – განმარტავს ნიკა ფერიაშვილი.
ფერიაშვილის განმარტებით, ბაზრის ერთ–ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ ხდება მომხმარებლის საკრედიტო ისტორიის ადეკვატურად შეფასება და საკრედიტო კომპანიები ხშირად არასწორ პროცენტს სთავაზობს მომხმარებელს მათი რისკის გათვალისწინებით, რაც იწვევს მაღალი პროცენტის შეთავაზებას განზოგადებულად ყველაზე.
„მეორე მხრივ, „კრედიტ ინფო“ აღნიშნულ ინფორმაციას სულ სხვა პირობებით სთავაზობს ბანკებს და ბევრად უფრო გაზრდილ მაღალ ღირებულებაში გვაძლევს საფინანსო კომპანიებსა და მიკროსაფინანსოებს. ამავდროულად, ბანკები გვევლინებიან „კრედიტ ინფოს“ დამფუძნებლად. ჩვენ რეალურად გარკვეულ პროდუქტებში იმდენი პროცენტსაც არ ვიღებთ სარგებელს, რამდენსაც საკრედიტო ისტორიისთვის ვუხდით „კრედიტ ინფოს“. მათთან ტარიფზე მოლაპარაკება კი გამორიცხულია. ამ ყველაფერს ის ართულებს, რომ ის ბაზარზე ერთადერთი მოთამაშეა. მსგავსი კომპანიის შექმნის მცდელობა ჩვენ გვქონდა, მაგრამ ბანკები თავისი კლიენტების მონაცემებს სხვა ბაზაში არ ტვირთავენ,“ – დაამატა მან.
როგორც საპროტესტო კამპანიის ორგანიზატორი აცხადებს, მათი კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში არსებული ფინანსური მარაგი მხოლოდ დეპოზტიებზე გროვდება და არ არსებობს კაპიტალური ბაზრები, რომლებიც განვითარებულ ქვეყნებში დამწყებ და განვითარების ეტაპზე მყოფ ბიზნესების დაფინანსების საუკეთესო საშაუალებაა. ბანკები სტარტაპერებზე დიდ სესხებს ვერ გასცემენ. შესაბამისად „ჰიპოს“, „ოქეის“ და სხვა მსგავს კომპანიებს გაზრდისა და გაფართოების ფინანსური რესურსი არ გააჩნიათ.
აღნიშნული რეალობის შეცვლას ემსახურება საპროტესტო კამპანია, რომელსაც კომპანიები „ჰიპო“ და „ოქეი“ აწარმოებენ.