”თეგეტა მოტორსი” მომხმარებელს ახალ აქციებს სთავაზობს.
როგორც კომპანია იუწყება, საქართველოს რიგ რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნისა და თოვლის უხვი ნალექის გამო ”თეგეტას” ფილიალები მომხმარებელთა მოთხოვნით დამატებით იმუშავებენ კვირას, 26 ნოემბერს 9:30დან - 18:00 საათამდე.
”აღნიშნულ დღეს შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ფილიალების მომსახურებით თბილისში: ცენტრალური, ვაკე, ვარკეთილი, ბელიაშვილი, წითელქუდა, პეპელა, გეზი, ასევე მარნეული, ბათუმი, რუხი, გორი, ახალციხე, ქუთაისის ნიკეას #1 და ახალგაზრდობის ფილიალი.
ამასთანავე, ზამთრის დადგომასთან ერთად ”თეგეტა” სპეციალურ აქციებს სთავაზობს მომხმარებელს. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ზამთრის საბურავები 59 ლარიდან და დამატებით TEGETA CARD-ზე დაიბრუნოთ 20%-მდე ქეშბექი. აქცია მოქმედებს ”თეგეტას” ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე განვადების შემთხვევაშიც.
ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც უშუალოდ ეხება გზის საფარს, არის საბურავი, რომელზეც დამოკიდებულია თქვენი უსაფრთხოება. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ზამთარში ხარისხიანი ზამთრის საბურავით გადავაადგილდეთ.
ზამთრის საბურავებში რეზინის შემცველობა გაცილებით მაღალია, ამიტომ ის უფრო რბილია და უკეთესად ეჭიდება სველ და ცივ ზედაპირს, რაც მოცურებისგან იცავს ავტომობილს. როდესაც ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსზე ქვემოთ დაეცემა, უნდა გამოვიყენოთ ზამთრის საბურავები. „თეგეტა“ გთავაზობთ მსოფლიო წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული ზამთრის საბურავების ყველაზე დიდ არჩევანს. ასევე თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საბურავების შენახვის სერვისით და ზაფხულის საბურავები შეინახოთ „თეგეტას“ „საბურავების სასტუმროში“, სადაც შენახვის ყველა სტანდარტი დაცულია.
თქვენი კომფორტისთვის „თეგეტა“ გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად. რეზერვაციის პროცედურა მარტივია, რამდენიმე წუთში თქვენ შეძლებთ სახლიდან გაუსვლელად ჩაეწეროთ თქვენთვის მისაღებ დროს და სწრაფად მიიღოთ სასურველი სერვისი, აღნიშნული სერვისის მისაღებად დაუკავშირდით „თეგეტას“ ცხელ ხაზს (+32) 226 44 44”, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.