„ვიზეარი“ მოქალაქეებს 20%-იანი ფასდაკლებას სთავაზობს

ავიაკომპანია „ვიზეარია“ „შავ პარასკევთან“ დაკავშირებით მოქალაქეებს 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ამის შესახებ, ინფრომაცია კომპანიის ვებ-გვერდზეა მითითებული.

კერძოდ, კომპანიის ცნობით, მოქალაქეები 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ ფრენებზე ყველა მიმართულებით, იმ შემთხვევაში თუ ბილეთს დღეს დაჯავშნიან.  ფასდაკლებებთან დაკავშირებით, კომპანიას „შავი პარასკევი“-ის ნაცვლად  "ვარდისფერი პარასკევი" აქვს გამოცხადებული.

„შავი პარასკევი“, რომელიც სავაჭრო სფეროში მასშტაბური ფასდაკლებების დღედ ითვლება, მადლიერების დღის მეორე დღეა აშშ-ში, რომელიც ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად. აშშ-ში მრავალი მაღაზია სხვადასხვა პროდუქციაზე ამ დღეს მასშტაბურ ფასდაკლებებს და აქციებს აწყობს. მაშინ როცა, საქართველოში სავაჭრო ცენტრებში ძირითადად 20-40%-მდე ფასდაკლებები მოქმედებს.

ამ დღეს ფასდაკლებების მოწყობის ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს, თუმცა ტერმინი „შავი პარასკევი“ 1966 წლიდან დამკვიდრდა. ტერმინის სამშობლოა ფილადელფიის შტატი და თავდაპირველად გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად გამოიყენეს. „შავი პარასკევი“ როგორც წესი, 23-დან 29 ნოემბრამდე შუალედში აღინიშნება.