2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს დაახლოებით 49 მილიონი ლარი მოხმარდება , - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით პრეპარატების გარდა, 120 ერთეული სპეციალური ტექნიკის შეძენას გეგმავს, ვინაიდან წელს ამ მიზნისთვის მხოლოდ 12 მანქანა აღმოაჩნდა.
"მომავალი წლის გეგმაში თითქმის ათჯერ ძლიერდება ის პარკი, რომელიც გვყავდა წელს. ჩვენ ვიქნებით უკეთესად აღჭურვილი ტექნიკურად. საქართველოს მთავრობა შეიძენს წამალს იმ რაოდენობით, რომ მილიონ ჰექტრამდე ფართობი იქნას დამუშავებული. ეს არ ნიშნავს, მაინცდამაინც ერთჯერადად მილიონი ჰექტრის დამუშავებას, მაგალითად 300 000 ჰექტარი შეიძლება რამდენჯერმე დამუშავდეს",- განაცხადა ხანიშვილმა.