ბათუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩენილი ხანძარი მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას BBC აქვეყნებს. ბრიტანული მაუწყებლის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან საქართველოს, თურქეთისა და ისრაელის მოქალაქეები.
ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 11 ადამიანი.