ისტორიული, კულტურული და გეოგრაფიული თვალსაზრისით, ქართველებს ყველაზე მეტად საფრანგეთი აინტერესებთ. ამის შესახებ ინფორმაციას, საკონსულტაციო კომპანია „აიფიემი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, კვლევა იმის შესახებ თუ რომელი ქვეყნების ისტორიით, კულტურითა და ბუნებით ინტერესდებიან მოქალაქეები, რეგიონსა და რუსეთში განხორციელდა. კვლევის ფარგლებში თითოეულ ქვეყანაში 1200 რესპონდენტი გამოიკითხა.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სხვა გამოკითხული ქვეყნებისგან განსხვავებით, ქართველი მოსახლეობა ბევრი ქვეყნის ისტორიით, კულტურითა და ბუნებით არის დაინტერესებული.
გამოკითხული ქართველების უმეტესობა - 30% საფრანგეთის ისტორიით, კულტურითა და ბუნებით არის დაინტერესებული, 19%-ს ამ კუთხით გერმანია აინტერესებს, 16%-ს დიდი ბრიტანეთი , 15%-ს ამერიკა, 11%-ს კი რუსეთი.
ჩამონათვალში ასევე მოხვდა, ინდოეთი, იაპონია, თურქეთი, უკრაინა, ჩინეთი.