კუნძულ ბალიზე ვულკან აგუნგის აქტიურობის გამო, აეროპორტი დროებით დაიხურა

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ვულკან აგუნგის აქტიურობის გამო, აეროპორტი დროებით დაიხურა, სულ მცირე 445 რეისი, მათ შორის 196 საერთაშორისო რეისი გაუქმებულია. ამის შესახებ აეროპორტის ადმინისტრაცია იუწყება.

აეროპორტის მუშაობა სულ მცირე 18 საათით შეჩერდება.

შეგახსენებთ, რომ ინდონეზიის ხელისუფლებამ ვულკან აგუნგის აქტიურობით გამოწვეულ შესაძლო საფრთხეს მაქსიმალური დონე მიანიჭა.

სტიქიური უბედურებების არიდების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვულკანის აქტიურობა მძლავრი ამოფრქვევის მაღალ ალბათობაზე მეტყველებს.