ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამომუშავებული 22 მილიონით კენდალ ჯენერი წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოდელია.
2002 წლის შემდეგ პირველად ამ პრესტიჟულ ტიტულს არ ატარებს ცნობილი ბრაზილიელი ჯიზელ ბუნდჰენი, რომელიც წლევანდელ რეიტინგში მხოლოდ მეორეა - 17,5 მილიონით.
კენდალ ჯენერის შემოსავლების ლომის წილი სარეკლამო შემოსავლებზე მოდის, რომელიც მან მიმდინარე წელს ისეთ ბრენდებთან გააფორმა როგორებიცაა Estée Lauder, La Perla და Adidas. ასევე მომგებიანი აღმოჩნდა მისი ოჯახის სატელევიზიო რეალითი შოუ და საკუთარ დასთან, კაილ ჯენერთან ერთად გამოშვებული ტანსაცმლის ხაზი.
რაც შეეხება მეორეადგილოსან ჟიზელ ბუნდჰენს, ის ჯერ კიდევ არის Carolina Herrera-ს სუნამოების, Arezzo-ს ფეხსაცმლის და Vivara-ს საიუველირო ნაწარმის სახე. თუმცა, ეს მცირე ჩამონათვალი მის შემოსავლებზეც პროპორციულად აისახა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მისმა შემოსავალმა 43%-ით იკლო და 30,5 მილიონიდან 17,5 მილიონამდე შემცირდა.
საერთო ჯამში, მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი მოდელების ტოპ ათეულმა 109,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მიმდინარე წლის ტოპ-10 კი ასე გამოიყურება.
1. ქენდალ ჯენერი - 22 მილიონი დოლარი
2. ჟიზელ ბუნდჰენი - 17,5 მილიონი დოლარი
3. ქრისტი ტეიგანი - 13,5 მილიონი დოლარი
4. ადრიანა ლიმა - 10,5 მილიონი დოლარი
5. ჯიჯი ჰადიდი - 9,5 მილიონი დოლარი
6. როსი ჰანტინგტონ ვაითლი - 9,5 მილიონი დოლარი
7. კარლი კლოსს - 9 მილიონი დოლარი
8. ლიუ ვენ - 6,5 მილიონი დოლარი
9. ბელა ჰადიდი - 6 მილიონი დოლარი
10. ეშლი გრეჰემი - 5,5
იხილეთ ფოტოგალერეა
კოკა კვირკველია