უკრაინის პრემიერ-მინისტრი - საქართველოში უამრავი შეხვედრა გვაქვს მაღალ დონეზე, მნიშვნელოვანია ეკონომიკური მოლაპარაკებები

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი საქართველოში ვიზიტის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„უკრაინის სამთავრობო დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მუშაობას იწყებს. წინ უამრავი შეხვედრა გვაქვს მაღალ დონეზე, მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოლაპარაკებები, არსებული თანამშრომლობის შეჯამება“, - დაწერა გროისმანმა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვდება, ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ის ასევე მონაწილეობას მიიღებს „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ ფორუმში.