საწვავი თითქმის ყოველდღიურად ძვირდება

ავტოგასამართ სადგურებზე  საწვავი კიდევ გაძვირდა. 20 ნოემბრის შემდეგ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 4-10 თეთრით არის შეცვლილი.

კერძოდ, „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე ეკო სუპერის ტიპის საწვავი 2.49 ლარი ღირს, მაშინ როცა მისი ფასი 2.45 იყო; 4 თეთრით გაძვირდა ეკოპრემიუმი და დღეის მდგომარეობით, 2.39 ლარი ღირს, ევრო რეგულარის ფასმა 2.20-დან 2.25 ლარამდე მოიმატა; ეკო დიზელის ფასი 2.28 ლარიდან 2.27 ლარამდე შემცირდა; 4 თეთრით არის გაძვირებული „დიზელ ენერჯი“ და მისი ღირებულება 2.22 ლარია; უცვლელია ავტოგაზის ღირებულება და 1.55 ლარი ღირს.

20 ნოემბრის შემდეგ თითქმის ყველა ტიპის საწვავი გაძვირდა „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებზეც. კერძოდ, „ევრო სუპერის“ ტიპის საწვავი 2.39 ლარია, მაშინ როცა 20 ნოემბრის მდგომარეობით მისი ფასი 2.33 იყო; 6 თეთრით გაძვირდა „პრემიუმ ავანგარდი“ და 2.29 ლარი ღირს; ევრო რეგულარის ფასი 2.13-დან 2.19 ლარამდე გაიზარდა; ასევე 6 თეთრით მოიმატა 1 ლიტრი ევროდიზელის ფასმა და 2.25 ლარი ღირს.

„რომპეტროლის“ სადგურებზე სუპერის ღირებულება 7 თეთრით გაძვირდა და 2.52 ლარია; 20 ნოემბრის შემდეგ 10 თეთრით არის მომატებული „ევრო პრემიუმის“ ფასი და 2.42 ლარი ღირს; ასევე 10 თეთრით გაძვირდა „ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავი – 2.30 ლარი ღირს; efix ევრო დიზელის ფასმა 2.25 ლარიდან 2.35 ლარამდე მოიმატა ; ხოლო 1 ლიტრი ევრო დიზელი 2.25 ლარი ღირს, მაშინ როცა 20 ნოემბრის მდგომარეობით, მისი ფასი – 2.15 ლარი იყო.

"გალფის" სადგურებზე 1 ლიტრი G-Force პრემიუმი 2.35 ლარი ღირს, მაშინ როცა მისი ფასი 20 ნოემბრის მდგომარეობით - 2.29 ლარი იყო; 6 თეთრით გაძვირდა G-Force ევრო რეგულარი და 2.29 ლარი ღირს; 1 ლიტრი რეგულარის ფასი – 2.17-დან 2.23 ლარამდეა გაზრდილი; ევრო დიზელი – 2.33 ლარი ღირს, მაშინ როცა 20 ნოემბერს მისი ფასი 2.25 ლარი იყო; 10 თეთრით გაძვირდა დიზელი და 2.25 ლარი ღირს; ასევე 10 თეთრით არის მომატებული ავტოგაზის ღირებულებაც და – 1.55 ლარი ღირს. დღეის მდგომარეობით, „გალფის“ სადგურებზე არ შეცვლილა სუპერის ტიპის საწვავის ფასი და 2.45 ლარი ღირს.

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი 1 ლიტრი ნანო სუპერი - 2.47 ლარი ღირს, მაშინ როცა 20 ნოემბრის მდგომარეობით - 2.43 ღირდა; ნანო პრემიუმის ფასი 8 თეთრით გაიზარდა და 2.37 ლარი ღირს; რეგულარის ფასი – 2.23 ლარი; ევრო დიზელის – 2.25; დიზელის ფასი კი 2.20 ლარია.