სტარტაპი „მარპლთან“ 3-4 თვის წინ შეიქმნა და მისი მიზანი მომხმარებლისთვის საავტორო,
ექსკლუზიური ავეჯის შეთავაზებაა.
ია ფაჩულიამ საკუთარი ჰობი სტარტაპად აქცია და დიდი სიყარულით შექმნილ, ფერად და ორიგინალურ ავეჯს ახლა უკვე მომხმარებლებისთვის ამზადებს.
„ხელსაქმით ბავშვობიდან ვიყავი გატაცებული. ავეჯთან შეჭიდების პირველი მცდელობა კი სავარძლით დაიწყო. მინდოდა ყავისფერ-ჩალისფერ ტონალობაში გადაწყვეტილი მისაღები ოთახისთვის რაღაც მკვეთრი აქცენტი შემემატებინა და ასე შეიქმნა ყვითელი სავარძელი. პროცესი იმდენად მომეწონა, გადავწყვიტე ძველი კომოდისთვისაც ახალი სიცოცხლე შთამებერა. ნამუშევრებს პერიოდულად „ფეისბუქზე“ ჩემს მეგობრებს ვუზიარებდი და მათი
დადებითი შეფასებები, ცხადია ძალიან მომწონდა. ეს ყველაფერი რამდენიმე წლის წინ
ხდებოდა. წელს კი, გადავწყვიტე დამეწყო ბიზნესი, რომელსაც ფინანსურადაც
შევწვდებოდი და სიამოვნებასაც მომანიჭებდა. ასე ვთქვათ, ჰობი ბიზნესად ვაქციე,“- ამბობს ია ფაჩულია.
საავტორო ავეჯის გარდა, „მარპლთან“ მომხმარებლებს დეკორატიულ აქსესუარებსაც სთავაზობს.
ამ ეტაპზე სტარტაპი მომხმარებელბს კომოდებებს სთავაზობს, თუმცა სამომავლოდ, პროდუქციის
კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას გეგმავს.
„ამჟამად ყველაფერზე მხოლოდ ორი ადამიანი ვმუშაობთ. ჩვენი მთავარი უპირატესობა ის არის,
რომ ერთი დიზაინი ერთ მომხმარებელზე ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ იყო შემოთავაზებები ნივთები შეკვეთის მიხედვით დაგვემზადებინა, ჯერჯერობით ამ მიმართულებაზე
უარი ვთქვით. შესაბამისად, თითოეული ეგზემპლარი მზადდება მხოლოდ ერთი ცალი - სიყვარულით, ხელით და საქართველოში,“-აცხადებს ია ფაჩულია.
ნივთების ყიდვა მხოლოდ „ფეისბუქზე“ სტარტაპის ფეისბუქის გვერდზე - „მარპლთან“ არის
შესაძლებელი. პროდუქციის შეძენა მომხმარებელს საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან შეუძლია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თბილისის მასშტაბით ავეჯის მიწოდების სერვისი უფასოა.
როგორც სტარტაპერი ამბობს, კომპანია სამი თვეა რაც გამოჩნდა და ინტერესი მომხმარებლების მხრიდან საკმაოდ დიდია. ”ქართველ მომხმარებელს ონლაინ შესყიდვების მიმართ ნდობა ნაკლებად აქვს. შეიძლება ითქვას, ჩემი მეორე მიზანი ამ კულტურის ამაღლების ხელშეწყობაცაა, რადგან თავად გამოუსწორებელი „ონლაინ შოპერი“ ვარ“, -ამბობს ია.
„სტარტაპის დაწყების სირთულე ალბათ ყველგან განსხვავებული იდეაა. რადგან რთულია კონკურენცია გაუწიო იმას, რითიც ბაზარი უკვე გაჯერებეულია. კიდევ ერთი სირთულეა - ფინანსები. ჩემს შემთხვევაში, საკუთარი საქმის დასაწყებად 7 ათასი ლარი დამჭირდა. ბიზნესის დაწყებისას „თიბისი ბანკში“, როგორც ინტერნეტბანკინგზე, ისე პლასტიკურ ბარათზე ძალიან
კარგი პირობები შემომთავაზეს. ამასთან, რამდენიმე დღის წინ პროგრამა
„სტარტაპერის“ მონაწილე გავხდუ, დავრეგსიტრირდი ვებგვერდზე, www.startuperi.ge-ზე.
ჩვენი სტარტაპი სტარტაპერის კატალოგში მეორე დღესვე გამოჩნდა პროგრამის მედიამხარდაჭერის მიმართულებით სარგებლობის შემოთავაზებაც მალევე მივიღე. ვფიქრობ, ეს ჩვენს სტარტაპს პოულარიზაციაში შეუწყობს ხელს,რაც დამეთანხმებით, დამწყები ბიზნესისთვისძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია“.
თაია არდოტელი