დიმიტრი ქუმსიშვილი - აბრეშუმის გზა არ ჩაანაცვლებს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას

აბრეშუმის გზა არ ჩაანაცვლებს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას, - ეს განცხადება საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობის კომენტირებისას გააკეთა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა აბრეშუმის გზის ერთ-ერთი განშტოებაა.

„ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა არის აბრეშუმის გზის ერთ-ერთი განშტოება, ეს არის სახმელეთო დამაკავშირებელი გზა, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთთან, სამი ქვეყნის დამაკავშირებელი სახმელეთო გზა. ეს იქნება სწორედ ის შესაძლებლობა, რომელმაც პირველ ეტაპზე 5 მილიონით, შემდგომში უკვე 15 მილიონით უნდა გაზარდოს ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს სატრანსპორტო დერეფანს გააჩნია“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.