საფრანგეთში, გაზეთის მკითხველები უცნაური ფაქტის მომსწრენი გახდნენ - მათ გაზეთში ონლაინ რეკლამა დახვდათ.
ფრანგულმა „ბურსორამა ბანკმა“, რომელიც „სოსიეტე ჟენერალის“ შვილობილი ბანკია, გადაწყვიტა თავისი პროდუქტის ონლაინ რეკლამა ბეჭდურ მედიაში განეთავსებინა.
ბანკმა თავისი შეთავაზების შესახებ დამზადებული ონლაინ რეკლამა გაზეთში მოათავსა და ამით შეეცადა, ხმა მიეწვდინა მომხმარებლისთვის, ვინც ონლაინ რეკლამებს ბლოკავს.
„ძვირფასო რეკლამისდამბლოკავებო, ჩვენ არ გვინდა, რომ გამოტოვოთ ჩვენი შეთავაზების სარეკლამო ბანერი. ამიტომ გადავწყვიტეთ ეს ბანერი აქაც განგვეთავსებინა“, - ნათქვამია ფრანგული ბანკის რეკლამაში.
„ბურსორამა ბანკმა“ თავისი ორიგინალური რეკლამა კომპანია Buzzman-ს დაუკვეთა. სარეკლამო კომპანიის განცხადებით, ონლაინ ბანერი საფრანგეთის ყველა უმსხვილეს გაზეთში განთავსდა.