მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, თბილისში უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობები დემონტაჟს დაექვემდებარება

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიორგი ბაგრატიონის განცხადებით, თბილისში უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობები დემონტაჟს დაექვემდებარება.

ამის შესახებ ბაგრატიონმა ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხდა.

"საკითხს შევისწავლით და შენობების დემონტაჟს დავიწყებთ. შევისწავლით ყველა ადგილს და მას შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. თავდაპირველად ექნებათ შესაბამისი მითითება. ბევრი დადგენილება უკვე გამოცემული გვაქვს. ვინც ემორჩილება, თავად აკეთებს დემონტაჟს, ვინც არ ემორჩილება, ჩვენ აღსრულების სამსახურთან ერთად განვახორციელებთ დემონტაჟს. უკანონო მშენებლობები არის რამდენიმე სახის: სახელმწიფო მიწაზე აშენებული, რომელსაც ნებართვა არ გააჩნია და ასევე კერძო მიწაზე აშენებული, რომელიც ნებართვის დარღვევითაა აშენებული“, - განაცხდა ბაგრატიონმა და დასძინა, რომ "ასეთი უკანონო ნაგებობები თბილისის ყველა უბანშია".