სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე, 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე, დღეს, 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 30 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.720 პროცენტით, მაქსიმალური 7.950 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.778 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.