მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ჯეფ ბეზოსის ქონებამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
„ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, მადლიერების კვირაში განხორციელებული გაყიდვების შედეგად, „ამაზონის“ აქციების ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ერთი აქციის ღირებულებამ 1,213.41 დოლარი შეადგინა. შედეგად, ჯეფ ბეზოსის ქონებამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც 35%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
"ფორბსის" დღევანდელი მონაცემებით, ამ დროისთვის ჯეფ ბეზოსის ქონება 100,3 მილიარდი დოლარია.
პლანეტის რიგით მეორე მილიარდერის ბილ გეიტსის ქონება 89,2 მილიარდი დოლარია, მესამე ადგილზე მყოფი უორენ ბაფეტის ქონება კი 79,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.