„გალერია თბილისი“ 50-ზე მეტი ობიექტით გაიხსნება

სავაჭრო ცენტრი გალერია თბილისი ხვალ, 20:00 საათზე გაიხსნება.

ამ დროისათვის ღია იქნება სავაჭრო ცენტრში განლაგებული ობიექტების დიდი ნაწილი, მათ შორის - H&M, Armani Exchange, Calvin Klein Jeans, Lacoste, Trussardi, Karl Lagerfeld, Guess, IKKS, Roman, BNG, Timberland, Stenders, Delfy, Six, OVS, New Yorker, Yves Rocher, Calzedonia, Camicissima, Mavi, Lee/Wrangler, Levis, Jysk, DiOggi, Okaidi, Studio By Shoes Gallery/Ecco/Geox, Dots, VaBene, Prime Gallery, Pull love, Roberto Bravo, Georgian Designers Corner, Party Deco, Mcdonads, Burger King, Mr. Cook, Coffeesta, Mr. Gyros, „ატრიო“, „ავთანდილი“, „ლუტეცია“, „კენარი“, „რონიკო“, „ართთაიმი“, „დელფოსი“, „ფექტორი“, „ესპაჩო“, „XS სათამაშოები“, „ქალთა ბედნიერება“, „თიბისი ბანკი“, ბოულინგ ცენტრი „ბოლრუმი“ და კინოეთატრი „კავეა“.

ამასთან, სავაჭრო ცენტრის ცნობით, სავაჭრო ცენტრში განთავსებული ობიექტების დარჩენილი ნაწილი ეტაპობრივად 3 თვის განმავლობაში გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, გარკვეული ბრენდები მომხმარებლებს ხვალ აქციებსა და ფასდაკლებებს შესთავაზებენ. გარდა ამისა, გახსნის ცერემონია დატვირთული იქნება სხვადასხვა სანახაობით, მუსიკალური გაფორმებითა და აქტივობებით.

გალერია თბილისი საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი პროექტია. ფონდმა აღნიშნული პროექტის განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ჯამურმა ინვესტიციამ 97 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.