საერთაშორისო ბრენდის, World Class-ის პირველი ფიტნესკლუბი, თბილისში, ფილარმონიის შენობაში, მე-4 სართულზე ოფიციალურად გაიხსნა.
გახსნის ცერემონიასსაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესწრებოდა.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, მსოფლიოში ცნობილი, სკანდინავიური ბრენდი World Class-ი, რომელსაც 34 წლის ისტორია აქვს და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია წარმოდგენილი, თბილისშიც გაიხსნა. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს არის სრულად კერძო ინვესტიცია, რომელიც ჩაიდო ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის, ჩვენ ქვეყანაში და კომპანია ინვესტირებას აკეთებს ფიტნეს ინდუსტრის გასავითარებლად. კლუბი მაღალ დონეზეა კეთილმოწყობილი, ასევე საუკეთესოდაა აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზი, ინსტრუქტორებები სერტიფიცირებული და პროფესიონალები არიან, ხოლო სერვისის სისტემა მომხმარებელზე ორიენტირებულია“, - განმარტა მინისტრმა.
2000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული მულტიფუნქციური კლუბი მომხმარებელს შესთავაზებს უმაღლესი ხარისხისა და სტანდარტების მქონე პრემიუმ კლასის ფიტნესსერვისს, მათ შორის: ფიტნეს მწვრთნელების საერთაშორისო სერტიფიცირებულ გუნდს, რომელიც მაღალპროფესიულ დონეზე წარმართავს სავარჯიშო პროცესს, მსოფლიო წამყვანი სატრენაჟორო ბრენდის, „Technogym”- ის უახლესი ხაზით აღჭურვილ სავარჯიშო დარბაზს, სავარჯიშო პროგრამების ფართო სპექტრს, სწორი და ჯანსაღი კვებისთვის განკუთვნილ ფიტნეს ბარს, კომფორტულ გასახდელებს, სოლარიუმს, მასაჟის ზონასა და საუნას.
ასევე მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი პირადი ფიტნეს მონაცემები სრულად მართონ, iOS და Android სისტემებზე მორგებული მობილური აპლიკაციით. გათვალისწინებულია ავტომობილებისთვის პარკირების ზონაც.
ფიტნეს კლუბის მფლობელი კომპანია „ჯორჯიან ფიტნეს გრუპი“, კერძო ინვესტიციებით დაფუძნებული ქართული კომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში ფიტნესინდუსტრიის განვითარებაზე მუშაობს. „ჯორჯიან ფიტნეს გრუპის“ დამფუძნებლის, არჩილ გელოვანის თქმით, 2 წელზე მეტია, სკანდინავიურ კომპანია „World Class”-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „ამ დროის განმავლობაში მოხდა ფიტნეს ინსტრუქტორების გადამზადება საზღვარგარეთ, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ჩვენ ქართველ მომხმარებელს, სავარჯიშო პროგრამების სრულიად ახლებურ ფორმატს შევთავაზებთ. World Class-ის მომდევნო კლუბის მშენებლობის საორგანიზაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია და სულ მალე იგეგმება მისი გახსნაც“, - აღნიშნა არჩილ გელოვანმა.
სამომავლოდ თბილისში World Class- ის კიდევ 4 კლუბი გაიხსნება.
(R)