ჟურნალი National Geographic აქვეყნებს სტატიას, სათაურით „ადგილები, რომელსაც 2018 წელს უნდა ეწვიოთ“, სადაც 21 ტურისტულ მიმართულებას შორის საქართველოც დასახელდა.
2018 წელს აუცილებლად სანახავ ქალაქებს შორის თბილისი მესამე ადგილზეა.
„შეიგრძენით ძველი თბილისის ბუნებრივი შარმი, საქართველოს დედაქალაქი თავბრუდამხვევი ტემპით განვითარდა და ფორმა იცვალა. თბილისში ვიზიტისას თქვენ შეგიძლიათ ქართულ ტრადიციებს გაეცნოთ, ისარგებლოთ 24-საათიანი გოგირდის აბანოს მომსახურებით, დააგემოვნოთ ხინკალი და გაეცნოთ ადგილობრივების ლეგენდარულ სტუმარ-მასპინძლობას“, - წერს ჟურნალისტი მერლინ კენედი დაქეთი.