სამინისტროების გაერთიანება არ იწვევს იმას, რომ ავტომატურად ადამიანებმა სამუშაო დაკარგეს , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე, რა ბედი ეწევა გამოთავისუფლებულ შენობებს, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ყველა ვარიანტი განიხილება.
„სამინისტროების გაერთიანება არ იწვევს იმას, რომ ადამიანებმა ავტომატურად სამუშაო დაკარგეს. ეს ადამიანები ჩვეულებრივად მუშაობენ და შესაბამისად, მათ სჭირდებათ სამუშაო ადგილი. ძალიან მარტივი ლოგიკაა“,- განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე განცხადებით, რაც ოპტიმიზაციას იწვევს, ეს არის პირველ რიგში, სამეურნეო და ადმინისტრაციული ნაწილი.