არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაერთიანება და ასევე, კარგად დასაფიქრებელია წიაღისეულის ეკონომიკის სამინისტროსთან მიერთების საკითხი , - ამის შესახებ გუშინ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა.
კუჭავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ერთმანეთისგან განხვავებულია გამოწვევების დონე იმ ქვეყნებში, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ერთი უწყების ფარგლებშია და სადაც არის ცალკე. მისივე თქმით, ასეთ ქვეყნებაში სულ სხვა დონეზეა თვითშეგნება, თუ რა მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვის საკითხებს მდგრადი განვითარებისთვის, ხოლო საქართველოში ეს ახლა ყალიბდება.