2015 წლიდან დღემდე, სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად ბიუჯეტში 221 მილიონ ლარზე მეტია შესული

2015 წლიდან დღემდე, სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად ბიუჯეტში ჯამში 221 081 000 ლარია შესული , - აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა.

რაც შეეხება 2015 წელს, იმ პრივატიზებული ობიექტების სია, რომელთა ღირებულება 1 მილიონ ლარს აღემატება, ასე გამოიყურება: თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩა N46-ში მდებარე 7083.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობები;

ბათუმში, ნინოშვილი/ჟღენტის კვეთაზე მდებარე 4504.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული N01/36 მშენებარე შენობა-ნაგებობის და ამავე შენობაზე განთავსებული მოძრავი ქონების, კერძოდ, ,,მიმოხილვის (სათვალთვალო) ბორბალის“ და 740 კვ.მ გარე გამოყენების ლედ-მედია ეკრანი.

თბილისში, დ. აბაშიძის ქუჩა N17/4 -ში მდებარე 7823.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები;

შპს „გრუზვინპრომის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი; თბილისში, ჭანტურიას ქუჩა N12-ში მდებარე 4210.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობა).

ასევე 2015 წელს ელექტრონულ აუქციონზე გამოცხადებულ იქნა "ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირ N91-ში, მეორე სართულზე მდებარე 325.59 კვ.მ. ფართის და თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირ N91-ში, მესამე სართულზე მდებარე 339.31 კვ.მ. ფართის და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი", რომლის საბოლოო ჯამურმა ფასმა 1 050 000 ლარი შეადგინა.

2015 წელს ელექტრონულ აუქციონზე გამოცხადებულ იქნა "ქალაქ თბილისში, ბაღდადის ქუჩაზე მდებარე 1840.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1-ის (ნანგრევი)" რომლის საბოლოო ფასმა შეადგინა 1 008 000 ლარი.

აღნიშნული სია 2016 წელს შემდეგნაირად გამოიყურება - ზუგდიდში, სოფელ განმუხურში მდებარე 33951.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები;

თბილისში, მოსკოვის გამზირზე N31-ში მდებარე 3997.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

თბილისში, გორგასლის შესახვევში, N5-ში მდებარე 17313.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები;

თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირ N44/ქალაქ თბილისში, ჭოროხის ქუჩა N9-ში მდებარე 3835კვ.მ. ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, მე-12 კილომეტრზე მდებარე 8287.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა;

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 16606.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები;

2017 წელს იმ პრივატიზებული ობიექტების სია, რომელთა ღირებულება 1 მილიონ ლარს აღემატება, ასეთია - თბილისში, რუსთაველის გამზირ N28-ში/ალ. ჭავჭავაძის N2-ში, მეხუთე სართულზე მდებარე 1025,34 კვ.მ. ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

თბილისში, რუსთაველის გამზირ N28-ში/ალ. ჭავჭავაძის N2-ში, მეოთხე სართულზე მდებარე 729 კვ.მ. ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

თბილისში, სანდრო ეულის ქუჩა N7-ში მდებარე 1925 კვ.მ და 2604 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები;

ბათუმში, ინასარიძის ქუჩა N24-ში მდებარე 1925 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

თბილისში, სოფელ ტაბახმელაში მდებარე 52 160.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობი (ნანგრევი);

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირში/ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში მდებარე 90135.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

თბილისში, გ. ახვლედიანის ქუჩა N22-ში მდებარე 1269 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (საერთო ფართით 1938 კვ.მ);

თბილისში, იური გაგარინის ქუჩაზე N24-ში, ანტრესოლის სართულზე მდებარე 1024.64 კვ.მ ფართის და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი.

ამასთან, 2017 წელს ელექტრონულ აუქციონზე გამოცხადებულ იქნა "ქალაქ თბილისში, კოსტავას ქუჩა N70-ში (იგივე გამსახურდიას გამზ. N5), N8 შენობა-ნაგებობაში პირველ სართულზე მდებარე 357.62 კვ.მ. ფართის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, N8 შენობა-ნაგებობაში სადაფის სართულზე მდებარე 103.30 კვ.მ ფართის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, აგრეთვე N5 შენობა-ნაგებობაში პირველ სართულზე მდებარე 748.27 კვ.მ ფართის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება", რომლის საბოლოო ჯამურმა ფასმა 1 483 000 ლარი შეადგინა.