2017 წელს იმერეთის გუბერნიაში 110 112, 50 ლარის დანამატი გაიცა.
გუბერნიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დანამატი მიიღო იმერეთის გუბერნატორმა და მისმა ოთხივე მოადგილემ. დანამატის სახით იმერეთის გუბერანტორმა გივი ჭიჭინაძემ 32 450 ლარი მიიღო. 13 500 ლარი მიიღო პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, რომელიც ჭიათურის მერი გახდა. ქუთაისის მერის პოსტზე დასახელებამდე 2 487, 50 ლარი მიიღო გიორგი ჭიღვარიამ. 2 637, 50 ლარი მიიღო ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა. 5 400 ლარით განისაზღრა მეოთხე ვიცე-გუბერნატორის გრიგოლ დალაქიშვილის დანამატი.
გუბერნიის ინფორმაციით, დანარჩენი თანხა სხვადასხვა თანამშრომელზე გაიცა.
რაც შეეხება პრემიას, იმერეთის გუბერნიაში მიმდინარე წელს პრემია არ გაცემულა.