დაცული ტერიტორიების შენახვაზე დანახარჯებმა 2016 წელს 6.9 მილიონი ლარი შეადგინა.
ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. აქედან 4.03 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2.9 მილიონი ლარი კი სხვა წყაროებიდან იყო გამოყოფილი.
ამასთან, საქსტატის ცნობით, ყველაზე მეტი 1.4 მილიონი ლარის დანახარჯი დაცული ტერიტორიების სააგენტოს აპარატზე; 1 მილიონი ლარი კი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკზე მოდიოდა.
ჯამში, საქართველოში 20 დაცული ტერიტორიაა.