ავიაკომპანია flydubai ქუთაისის მიმართულებით ავიარეისებს განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია საქართველოს მასშტაბით უკვე ახორციელებს ფრენებს ბათუმისა და თბილისის მიმართულებით. 2018 წლის 14 ივნისიდან 22 სექტემბრამდე ქუთაისის მიმართულებით ყოველ კვირას სამი რეისი განხორციელდება.
„ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ გავზარდოთ ფრენების ვარიანტები შემდეგი წლისთვის და მოუთმენლად მოველით ფრენების დაწყებას დუბროვნიკისა და ქუთაისის მიმართულებით“, - განაცხადა ღაიტ ალ ღაიტმა, ავიაკომპანიის მმართველმა დირექტორმა.