2017 წლის ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხები 39.7 მილიონი ლარით გაიზარდა.
ამის შესახებ, ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის ცნობით, ვადაგადაცილებული სესხები ოქტომბერში 456.2 მილიონ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.1 პროცენტი იყო.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვადაგადაცილებული სესხების 38.4 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.