„საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის უმსხვილეს საერთშორისო ტურისტულ კომპანიას შორის მემორანდუმი გაფორმდება

„საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის უმსხვილეს საერთშორისო ტურისტულ კომპანია Elite China International Travel Service Co., Ltd (ECITS) შორის თბილისის აბრეშუმის გზის მეორე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში დღეს ურთიერთთანამშრმლობის მემორანდუმი გაფორმდება.

როგორც „საპარტნიორო ფონდი“ იუწყება, მემორანდუმის თანახმად მხარეები ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, სავაჭრო, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობას. ასევე, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებას.