"ოპეკი +"ის შეთანხმება 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდა

გუშინ ვენაში გაიმართა "ოპეკი +"-ის მორიგი შეხვედრა. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების კიდევ 9 თვით, 2018 წლის ბოლომდე გაგრძელებასთან დაკავშირებით.

შეთანხმების პირობები უცვლელია: ქვეყნები უცვლელს დატოვებენ ნავთობის მოპოვებას 2-16 წლის ოქტომბრის თვის დონეზე.

ნავთობის მოპოვების შეზღუდვა მოუწევთ ასევე ლიბიასა და ნიგერიას, რომლებიც აქამდე გათავისუფლებულები იყვნენ ამ ვალდებულებისაგან რთული პოლიტიკური ვითარების გამო. მართალია ეს ქვეყნები არ იქნენ ჩართული ნავთობის მოპოვების შემცირების ვალდებულებაში, მაგრამ მათგან მიღებულ იქნა დაპირება, რომ არ გაზრდიან ნავთობის მოპოვებას შეთანხმების მოქმედების ბოლომდე.

გარიგების ახალი პარტნიორებიც არ იქნენ მიღებულნი. მართალია შეხვედრაზე მონაწილეობა რამდენიმე სხვა ქვეყანამაც მიიღო (ეგვიპტე, თურქმენეთი, რიგი აფრიკული სახელმწიფო), რომელთა წარმომადგენლებმაც თავიანთი სოლიდარობა გამოხატეს შეთანხმების მონაწილეებისადმი, მაგრამ მათი გარიგებისადმი იურიდიული მიერთების საკითხი არ განხილულა.