"ქვეითად მოსიარულეების მიერ ქუჩების ზებრა გადასასვლელის გარეშე გადაკვეთას აქტიური ყურადღება დაეთმობა"

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აქტიური ყურადღება დაეთმობა ქვეითად მოსიარულეების მიერ ქუჩების ზებრა გადასასვლელის გარეშე გადაკვეთის პრობლემას.

ამის შესახებ კალაძემ შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის.

„ის, რომ ქვეითად მოსიარულეები ზებრა გადასასვლელებზე არ გადადიან და საფრთხეში აგდებენ თავიანთ სიცოცხლეს, ასევე საფრთხეს უქმნიან მძღოლებს, ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული. იცით, რომ დავიწყეთ მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება. ასევე დამონტაჟდება მიწისქვეშა გადასავლელებში ანტივანდალური სამეთვალყურეო კამერები, რომ იყოს წესრიგი, კონტროლი. ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.