აღმოჩენილია 3000-მდე მეტრის მღვიმე, რომელიც, შესწავლის შემდეგ, შეიძლება ქვეყნის უგრძესი მღვიმე აღმოჩნდეს

უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი მღვიმეებით სავსე ჭიათურის კლდეები ბოლო პერიოდში დიდ სპელეოოცნებად იქცა.

თითქოს, ნელ-ნელა ყველა მღვიმის კარს გვიხსნის და საიდუმლოებებსაც ააშკარავებს.

ახლახან საქართველოს სპელეოლოგთა კლუბისგან კიდევ ერთი ინფორმაცია შევიტყვეთ: სოფელ სვერთან ახლადაღმოჩენილი 3000 მეტრამდე სიგრძის "დათას მღვიმემ" არათუ მანდაეთის მღვიმეს გაუსწრო სიგრძით, სიმაღლითა და მოცულობით, არამედ ადამიანის შეღწევისა და წვდომის თვალსაზრისით, საქართველოს კარსტულ მღვიმეებს შორის სიგრძით მესამე ადგილს იკავებს, დღეს უგრძესად 4500-მეტრიანი საკიშორეს მღვიმე მიიჩნევა, მომდევნო კი, 3285-მეტრიანი ახალი ათონის მღვიმეა.

ჩვენს მკითხველებს, ალბათ, გახსოვთ, აგვისტოში ახალგაზრდა სპელეოლოგების, გია ციცვიძისა და ლადო მუმლაძის აღმოჩენის შესახებ რომ გიამბეთ, მათ სოფელ სვერში, კოტიას კლდის მღვიმიდან 400 მეტრის მოშორებით, 40 მეტრის სიღრმის ულამაზესი კარსტული ჭა აღმოაჩინეს. მოსახლეობა ამ ადგილს "დათას ჭას" უწოდებდა და, თურმე, ნაგავს ჰყრიდა შიგ. სპეციალური აღჭურვილობით ბიჭებმა იქ ჩასვლა მოახერხეს და ლამაზი სტალაქტიტები, სტალაგმიტები, სტალაგნატები, მიწისქვეშა ტბები და მიწისქვეშა მდინარე დახვდათ. იქვე გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში ჭას საფუძვლიანად გამოიკვლევდნენ.

მახსოვს, მაშინვე მანდაეთის მღვიმესთან გაივლო პარალელი და ითქვა: რაკი მანდაეთშიც თავდაპირველად მხოლოდ ჭის არსებობის შესახებ იცოდნენ და მერე უზარმაზარი მღვიმე აღმოჩნდა, არავინ ვიცით, რა სიურპრიზებს დაგვახვედრებს "დათას ჭაო".

სიურპრიზიც ასეთი უნდა: ახალგაზრდა სპელეოლოგების, საქართველოს სპელეოკლუბის წევრების, ჭიათურელი ნიკა კაპანაძისა და ლადო მუმლაძის, ასევე, თბილისელი მეკლდეურისა და მთამსვლელის, გუგა დაბრუნდაშვილის კვლევების შედეგად, "დათას მღვიმის" სიგრძე 3000 მეტრამდე "გაიზარდა". იხილეთ გაგრძელება