სადაზღვევო ინდუსტრიას პრემია მნიშვნელოვნად შეუმცირდა

სადაზღვევო ინდუსტრიას 2013 წელს მიზიდული პრემიის მოცულობა 44 მილიონი ლარით შეუმცირდა. სამაგიეროდ, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი კომპანიების მიერ ანაზღაურებული ზარალის მაჩვენებელი.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, ბაზარზე მოქმედმა კომპანიებმა შარშან 471 მილიონ ლარზე მეტი სადაზღვევო პრემია მიიზიდეს, 387 მილიონ ლარზე მეტი კი აანაზღაურეს.

2012 წელს კომპანიების მიერ მიზიდული პრემიის მოცულობა 515 მილიონი ლარით განისაზღვრა, ანაზღაურებულმა ზარალმა კი 264 მილიონ ლარს გადააჭარბა.