კომპანია FIXI Markets საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 29 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
კერძოდ, FIXI Markets-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, FOREX ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებთან ურთიერთობისას მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდა, მათ ასევე აღნიშნეს რისკები, რომლებსაც არალიცენზირებულ საბროკერო კომპანიებთან ურთიერთობა თავისთავად შეიცავს.
FIXI Markets-ის თქმით, FIXI Markets, როგორც დიდი ბრიტანეთის ფინანსური უფლებების დაცვის სააგენტოს (FCA) მიერ ლიცენზირებული და რეგულირებული საბროკერო კომპანია, ეთანხმება და ემხრობა ამ განცხადებას.
”დამატებით, საკითხში მომხმარებლის უკეთ გათვითცნობიერებისათვის, გთავაზობთ მცირე ინფორმაციას საფინანსო საბროკერო ბაზრის შესახებ.
სავალუტო და საფონდო ბაზარი გაჯერებულია სავაჭრო წარმომადგენლებით. მათი შემოთავაზებები, ძირითადად, ერთნაირია და განსხვავდება მხოლოდ ისეთ დეტალებში, რომელიც გამოუცდელ ადამიანს შეიძლება უმნიშვნელო ეგონოს. რეალურად, სწორედ ეს დეტალები განსაზღვრავს თქვენი ფინანსური რესურსების უსაფრთხოებას და კომპანიის მიერ კეთილსინდისიერ ბიზნესწარმოებას. მაგალითისათვის, ლეგიტიმური საფინანსო ბროკერები:
1. ლიცენზირებულები არიან აღიარებული მარეგულირებელი ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა: ბრიტანეთის ფინანსური უფლებების დაცვის სააგენტო (FCA), ავსტრალიის ფასიანი ქაღალდებისა და ინვესტიციების კომისია (ASIC), შვეიცარიის ფედერალური საბანკო კომისია (SFBC). ინფორმაცია ლიცენზირებულ ბროკერებზე საჯაროა და ხელმისაწვდომია შესაბამის მარეგულირებელთან.
2. სავალდებულოდ აფრთხილებენ პოტენციურ მომხმარებლებს სავაჭრო საქმიანობასთან დაკავშირებული მაღალი რისკების შესახებ ნებისმიერი მარკეტინგული კომუნიკაციისას.
3. მომხმარებელთა თანხების უსაფრთხოებისათვის სავალდებულოდ და აუცილებლად ახდენენ ამ თანხების ცალკე საბანკო ანგარიშებზე განთავსებას (თანხების სეგრეგაცია).
4. სავალდებულოდ და აუცილებლად აქვთ ფინანსური სერვისების კომპენსაციის სქემა (FSCS), რომლის მიხედვითაც მომხმარებელთა პირველადი დეპოზიტი, £ 50 000- მდე ოდენობით, დაზღვეული და უზრუნველყოფილია იმ შემთხვევისთვის, თუ კომპანია ვერ ახდენს მომხმარებლის მიმართ ფინანსური ვალდებულებების უზრუნველყოფას.
5. მათი ყოველი კონტაქტი მომხმარებელთან კონტროლდება მარეგულირებლის მიერ. სატელეფონო ჩანაწერები ინახება მინიმუმ 5 წლის განმავლობაში და გამოიყენება მომხმარებლის მიერ მარეგულირებლისადმი საჩივრით მიმართვისას. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომპანიას დაუწესდება სანქციები, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში ბიზნეს საქმიანობის ნებართვა ჩამოერთმევა როგორც კომპანიას, ასევე მასში დასაქმებულ პირებს.
ზემო აღნიშნული პუნქტების საპირწონედ, არაკეთილსინდისიერი ბროკერები ხასიათდებიან შემდეგი ნიშნებით:
1. არ ექვემდებარებიან ფინანსურ მარეგულირებლებს, ან აქვთ ბიზნეს საქმიანობის ლიცენზია ისეთი მიუწვდომელი ქვეყნებიდან, როგორებიცაა: ბელიზი, მავრიტანია, ვანუატუ, პანამა, სენტ ვინსენტი და გრენადინები და ა.შ.
2. ისინი არ იცავენ კონფიდენციალურობის პრინციპებს და ხშირად თქვენი ნებართვის გარეშე გიკავშირდებიან და გთავაზობენ საკუთარ სერვისს.
3. უქმნიან მომხმარებელს არარეალურ მოლოდინებს სწრაფად და მარტივად გამდიდრების შესახებ და, ამავდროულად, სათანადოდ არ აფრთხილებენ მათ მოსალოდნენ რისკებზე. უნდა აღინიშნოს, რომ FOREX-ზე ვაჭრობა არ არის მარტივი საქმე, რადგან მოითხოვს ფინანსური სექტორისა და ინდიკატორების ზედმიწევნით მაღალ დონეზე ცოდნას და ასევე შეიცავს მაღალ ფინანსურ რისკებს.
4. მომხმარებლების მისატყუებლად, სთავაზობენ მათ პირველადი დეპოზიტის 250%-მდე თანხას საჩუქრად კომპანიისაგან, რაც დაუშვებელია და ეწინააღმდეგება აკრედიტირებულ რეგულაციებს.
5. სთავაზობენ მომხმარებელს არარეალურად მაღალ საკრედიტო ბერკეტს, ხშირ შემთხვევაში 1:2000 -მდე კოეფიციენტით. აღსანიშნავია, რომ რეგულირებული ბროკერების საკრედიტო ბერკეტი, როგორც წესი, არ აღემატება 1:400-თან კოეფიციენტს.
6. ხშირ შემთხვევებში, მეტი დამაჯერებლობისათვის არაკეთილსინდისიერი საბროკერო კომპანიები ციტირებენ ერთი შეხედვით სანდო, მაგრამ არაკომპეტენტური უცხოური წყაროების მიერ მინიჭებულ სერთიფიკათებსა და ჯილდოებს. მაგალითისათვის, „ საუკეთესო ბროკერი კავკასიაში „Finance Magazine“ - ის მიხედვით.
იმედი გვაქვს, ამ რჩევების გაზიარებით, დაგეხმარებით სწორი და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში. ჩვენი მიზანია, პოტენციური მომხმარებლის გათვითცნობიერება ბაზართან, მათივე ინვესტიციების უკეთ დაბანდებისათვის. ასევე, ჩვენ გვსურს არა მხოლოდ ჩვენი მომხმარებლის დაცვა, არამედ მთლიანად ბაზრისა და FOREX სექტორის გამჭვირვალობისა და სანდოობის გამყარება, საზოგადოებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდებით როგორც ინდუსტრიაზე, ასევე შესაძლო მაღალ რისკებზეც.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს fiximarkets.com”,- ნათქვამია FIXI Markets, დიდი ბრიტანეთის ფინანსური უფლებების დაცვის სააგენტოს (FCA) მიერ ლიცენზირებული და რეგულირებული საბროკერო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.