1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7085 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7085 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7085 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7193 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0108 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2256 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2172 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0084 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.