პეკინის ქუჩის შვიდ გზაჯვარედინზე არსებულ შუქნიშნებზე ხმოვანი შეტყობინების მოწყობილობები დამონტაჟდა. ამის შესახებ თბილისის მერია იუწყება.
მათივე ცნობით, დღეიდან, მხედველობაშეზღუდული შშმ პირები ქვეითთა გადასასვლელის გადაკვეთამდე შუქნიშნის მწვანე ნათების შესახებ ინფორმაციას ხმოვანი სიგნალით მიიღებენ.
პეკინის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან 26 მაისის მოედნამდე არსებულ შვიდივე გზაჯვარედინზე არსებულ შუქნიშნებზე სულ 27 მოწყობილობა დამონტაჟდა.
უახლოეს ხანებში ხმოვანი მოდულები დედაქალაქის კიდევ მინიმუმ 5 შუქნიშნიან გზაჯვარედინს შეემატება. დღემდე თბილისში სულ ასეთი 18 ობიექტი იყო.