თურქეთი – სამედიცინო ტურიზმის მსოფლიო ცენტრი

სამედიცინო ტურიზმი – უკვე დიდი ხანია, რაც ეს ცნება მსოფლიო პრაქტიკაში შემოვიდა.

ეს მიმართულება ორი დარგის – ჯანდაცვისა და ტურიზმის შესაყარზე დაიბადა. მისი მიზანია, დაეხმაროს სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტებს დიაგნოსტიკისთვის, მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის ღირებულებითა და ხარისხით ყველაზე უფრო ხელსაყრელი კლინიკის მოძიებაში, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ. გარდა ამისა, სამედიცინო ტურიზმი უზრუნველყოფს პაციენტს და მის თანმხლებ პირებს მაქსიმალური კომფორტით როგორც მგზავრობის, ასევე მკურნალობის დროს.

დღეს, როდესაც სამედიცინო ტურიზმი საქართველოში ჩამოყალიბების ეტაპზე იმყოფება, ძალიან მნიშვნელოვანია სხვა, ისეთი ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, რომლებიც უკვე დიდი ხანია წარმატებით ავითარებენ მას.

მაგალითისთვის შორს წასვლა არ დაგვჭირდება. ბევრისთვის უკვე დიდი ხანია საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ ამჟამად თურქეთი სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთი მსოფლიო ცენტრია.

განვითარებულ ქვეყნებში მკურნალობის ღირებულების ზრდამ სტიმული მისცა პაციენტების ახალ მოთხოვნას: სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი ხელმისაწვდომ ფასად, შეხამებული ტურისტული მომსახურების დამატებით უპირატესობებთან.

bpn

ამ მოთხოვნილებით წარმატებით ისარგებლა თურქეთმა, სადაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მთავრობისა და კერძო ინვესტორების მხარდაჭერით შეიქმნა ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ინდუსტრია, რომელიც იყენებს დასავლეთის მედიცინის საუკეთესო მიღწევებს და გამოცდილებას, მაგრამ, ამავდროულად, ფინანსურად მნიშვნელოვნად უფრო ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, თურქეთში შესანიშნავად არის განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც არსებითად უადვილებს უცხოელ პაციენტებს ქვეყანაში მოგზაურობას და ყოფნას.

საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის განვითარებისა და უცხოელი პაციენტების დახმარებისთვის თურქეთში 2005 წელს შეიქმნა თურქეთის სამედიცინო ტურიზმის ასოციაცია (ТНТС). დღეისათვის ТНТС ჯანდაცვის სფეროს უდიდესი ასოციაციაა არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მთელ მსოფლიოში და 317 წევრს ითვლის სახელმწიფო საავადმყოფოების, კერძო კლინიკების, თერმული და სამედიცინო სპა-ცენტრების, სასტუმროების, ტურისტული სააგენტოების, გამაჯანსაღებელი კომპლექსების, დამხმარე კომპანიების ჩათვლით. ასევე აქვს მსოფლიო ქსელი, რომელიც მოიცავს 144 წარმომადგენლობას მსოფლიოს 85 ქვეყანაში.

განვითარებული ინფრასტრუქტურის, ასევე სამედიცინო მომსახურების ღირებულებისა და ხარისხის უნიკალური შეფარდების წყალობით თურქეთში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ჩასატარებლად ყოველწლიურად ჩამოდის დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი მთელი მსოფლიოდან. და ეს არც არის გასაკვირი, თურქეთი ხომ დღეისათვის ევროპისა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების დონეზე იმყოფება ყველა სამედიცინო მიმართულებით. ბევრ ექიმს გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ამასთან ერთად, სამედიცინო მომსახურების ღირებულება თურქეთში ბევრად უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე დასავლეთ ევროპაში, ამერიკასა თუ ისრაელში.

საუკეთესო თურქული კლინიკები სერტიფიცირებულია პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის ხარისხის ყველაზე მაღალი, JCI და TEMOS International საერთაშორისო სტანდარტებით.

THTC-ს ოფისები უკვე მუშაობს საქართველოს სამ დიდ ქალაქში: ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში.

THTC უცხოელ პაციენტებს, კლინიკის არჩევაში დახმარების გარდა, აძლევს შემდეგი დამატებითი უპირატესობების გარანტიას:

– 50%-იანი ფასდაკლება Тurkish Airlines ავიაკომპანიით თურქეთში გადაფრენაზე პაციენტისთვის და 2 თანმხლები პირისთვის;

– 50%-იანი ფასდაკლება თურქეთში სასტუმროში ცხოვრებისთვის;

– სამედიცინო დოკუმენტაციის უფასო თარგმნა;

– უფასო ტრანსფერი აეროპორტიდან კლინიკამდე;

– თარჯიმნის უფასო მომსახურება.

ზუსტი და დროული დიაგნოსტიკა, მაღალი ხარისხის მკურნალობა, უსაფრთხო ტრანსპორტირება, კომფორტული ცხოვრება, გართულებათა რისკის შემცირება და ყველა ხარჯის გამჭვირვალობა – სწორედ ეს სჭირდება თითოეულ იმ პაციენტს, რომელიც სერიოზულ დაავადებას ებრძვის, სურს გამოჯანმრთელდეს და სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვროს მომავალში.

გაიგეთ მეტი თურქეთში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ თურქეთის სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლებთან საქართველოში. დაუკავშირდით მათ:

ბათუმში: +995 557 66 85 66 ანა გილკო

თბილისში: +995 599 57 38 26 ქეთი ოვჩარენკო

ქუთაისში: +995 597 80 70 16 ნინო კვარაცხელია

ან დაგვიკავშირდით საიტზე: https://map2heal.com/

(R)