გაზგასამართ სადგურებზე მოსაცდელები დამონტაჟდება

შპს “ნეოგაზი” ავტო გაზგასამართი სადგურების ტერიტორიაზე მოსაცდელების დამზადება-მონტაჟის შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს.

სატენდერო პირობების თანახმად, მოსაცდელების მოწყობა იგეგმება: თბილისში, ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე და მცხეთის რაიონის, სოფელ წეროვანში მდებარე გაზგასამართ სადგურებზე.

ტენდერში მონაწილეებმა შემდეგი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ: კომერციული წინადადება ყველანაირი ხარჯისა და გადასახადების ჩათვლით; ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით); ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ და გადახდის პირობების შესახებ.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადების წარდგენის ბოლო ვადა 2017 წლის 11 დეკემბერია. bpn bpn