რომან გოცირიძე - ეროვნული ბანკი უნდა იყოს ქვეყანაში სტაბილურობის და სიმშვიდის გარანტი

ჩვენ არ მოვთხოვთ ეროვნულ ბანკს, რომ პოლიტიკოსებივით აქტიურები იყვნენ და გინდა თუ არა, ჯოხს ურტყამდნენ მთავრობას თავში, მაგრამ სიტყვები მაინც უნდა ურტყან ხანდახან , - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ესწრება.

გოცირიძის განცხადებით, მთავარი შეკითხვა შეეხება ლარის კურსს და ასევე ეროვნული ბანკის პოზიციას მთავრობასთან მიმართებაში, "ვინაიდან მთავრობა, თავისი საბიუჯეტო პოლიტიკით ძირს უთხრის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას მრავალი წლის განმავლობაში, რაზეც ეროვნული ბანკი არ რეაგირებს და გარკვეულწილად ხელს აფარებს მთავრობის არასწორ ეკონიმიკურ პოლიტიკას“.

„მათ შორის, თუნდაც რაც მოხდა სულ ახლახან, როდესაც პარლამენტმა დაამტიკა ცვლილებები 2017 წლის ბიუჯეტში 305 მილიონი ლარის ოდენობით და არავითარი კავშირი ამ ცვლილებებს არ აქვს 2017 წლის ბიუჯეტთან - ყველა ხარჯი გაწეული იქნება 2018 წელს. ქუთაისის აეროპორტის რეკონსტრუქცია 2018 წელს მოხდება და ეკონომიკის სამინისტროს 30 მილიონიან შენობას ასევე 2018-ში ააშენებენ, ანუ რეალურად ხდება მანუპულაცია და ეროვნული ბანკის დასკვნა ამაზე იყო დადებითი. რატომ არ არის ეროვნული ბანკი უფრო მკაცრი და პრინციპული", - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, ზოგადად ეროვნული ბანკი უნდა იყოს ქვეყანაში სტაბილურობის და სიმშვიდის გარანტი.

"ჩვენ არ მოვთხოვთ მას, რომ პოლიტიკოსებივით აქტიურები იყვნენ და გინდა თუ არა, ჯოხს ურტყამდნენ მთავრობას თავში, მაგრამ სიტყვები მაინც უნდა ურტყან ხანდახან",- განაცხადა გოცირიძემ.