ამ ეგზოტიკურ ხილს შეუძლია კაციობრიობა შიმშილით სიკვდილისგან იხსნას

ჯეკფრუტი - ასე ჰქვია ინდოეთსა და სამხრეთ აღმსოავლეთ აზიაში გავრცელებულ ხილს, რომელიც ერთი შეხედვით იურული პერიოდის გადმონაშთს წააგავს, თუმცა მის სარგებლიანობას ამით არაფერი აკლდება. ეს გახლავთ მსოფლიოს ყველაზე დიდი ზომის ხეხილის მცენარე, რომელიც ისხამს ძალიან დიდი ზომის ნაყოფს და მისი წონა 5-დან 50 კილოგრამამდეა. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც სიმწიფის, ასევე უმწიფარ პერიოდში. ამ დროს მას იყენებენ როგორც ბოსტნეულს, ხარშავენ, წვავენ ან ხარკავენ. მწიფე ნაყოფის მიღება ხდება ხილის სახით და მისგან ამზადებენ სალათებსა და სხვადასხვა დესერტებს.

ჯეკფრუტის ნაყოფი ძალიან სასარგებლოა და შეიცავს 40% ნახშირწყალს - იმაზე მეტს ვიდრე პური. ამიტომ, მისი სიიაფიდან გამომდინარე ჯეკფრუტს ინდოეთში „ღარიბების პურსაც“ უწოდებენ. მისი თესლიც სასარგებლოა - შეცავს 38% ნახშირწყლებს, 6,6,% ცილას და 0,4% ცხიმს. მათ ხშირად ბრაწავენ და წაბლის მსგავსად მიირთმევენ. ბიოლოგების განცახდებით ხილის უნიკალური მდიდარი შემადგენლების გამო ის ძალიან კარგი საშუალებაა ღარიბ ქვენებში შიმშილით გამოწვეული სიკვიდლიანობის დასაძლევად. მათივე თქმქით, მცენარის ნაყოფის მირთმევის შემთხვევაში, ადამიანს მომდევნო დღის ბოლომდე არ მოშივდება და მისი ერთი დიდი ნაყოფით შესაძლებელია ოჯახის ერთჯერადად გამოკვებაც. ჯეკფრუტის ერთადერთი ცუდი თვისება ის არის, რომ მისი შენახვა 4 კვირაზე მეტხანს შეუძლებელია , ამიტომ მის შესანახად საუკეთესო საშუალება მისი დაჩირებაა.

რაც შეეხება თავად მცენარის უნიკალურ თვისებებს, აღსანშნავია რომ ის დაცულია ტერმიტებსიგან და სოკოებისგან და გამოიყენება, როგორც სამშენებლო დანიშნულებით, ასევე ავეჯისა და მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოებაში.

ჯეკფრუტი ბანგლადეშის ეროვნული ხილია და მისი გავრცელების არეალი ამ დროისთვის არა მხოლოდ აზიას არამედ აფრიკის ნაწილსაც ფარავს.

კოკა კვირკველია

იხილეთ ფოტოები