სახლი, რომელიც 48 მილიონი ღირს

სილიკონის ხეობში გასაყიდად გამოტანილი სახლი 48 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული.

სახლს კერძო ტბა და ცხენის თავლები აქვს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკაში, სილიკონის ხეობაში ხუთიდან სამი ყველაზე ძვირადღირებული საფოსტო ინდექსი მდებარეობს, სადაც ტექნიკური მაგნატები დიდ ფულს იხდიან და ასევე დიდ ფულს ითხოვენ დიდი სახლებისთვის.

1550 Portola Road -ზე მდებარე სახლის ფასმა 48 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 700%-ით მეტია, ვიდრე ბოლოს, 2008 წელს მასში გადახდილი ფასი.

ოდესღაც ის ადელაიდ კირკბრაიდს ეკუთვნოდა. სახლი შვიდი აკრის ფართობის ტერიტორიაზეა განლაგებული. სილიკონის ხეობში ის ყველაზე ძვირადღირებული სახლია.