მსოფლიოში სიდიდით მე-14 ბრილიანტი ნიუ იორკში აუქციონზე 6,536,360 დოლარად გაიყიდა.
709 კარატიანი დაუჭრელი ძვირფასი ქვა, რომელიც „მშვიდობის ბრილიანტის“ სახელით არის ცნობილი, სიერა ლიონეს ეკუთვნოდა. ბრილიანტი სოფელ კორიარდუში ადგილობრივმა მღვდელმა აღმოაჩინა და მთავრობას გადასცა.
როგორც BBC წერს, Graff Diamonds-ის აუქციონზე ბრილიანტის საფასურად სიერა ლეონე 7,8 მილიონს ითხოვდა, თუმცა მისი რეალიზება ამ ფასში ვერ მოხერხდა. ქვეყნის ხელისუფლება შემოსული თანხის ნაწილს 3,8 მილიონ დოლარს ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოახმარს, უფრო კონკრეტულად კი იმ სოფლის ინფრასტრუქტურას, სადაც ის აღმოაჩინეს. დანარჩენი თანხა კი სოფლის საგანმანათლებლო პროგრამებს მოხმარდება.
კოკა კვირკველია