ნატახტარში მდებარე რესტორანი „გალავანი“ 2 მილიონ ლარად იყიდება.
რესტორანი ჯამში 3 ნაწილისგან - 4 კუპის; დარბაზისა და დამხმარე ფართისა და სამზარეულოსგან შედგება.
აღსანიშნავია, რომ სრული დატვირთვის შემთხვევაში, რესტორანს 330 სტუმრის მიღების შესაძლებლობა აქვს.
რესტორანი 2016 წლიდან ფუნქციონრიებს და სტუმრებს სთავაზობს როგორც ქართულ, ისე ევროპულ სამზარეულოს.
ამასთან, რესტორნის ტერიტორია 1 729 კვადრატულ მეტრს შეადგენს.